LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წლის სიმღერა და შესრულება“, „ვარსკვლავად დაბადებულთა აღმოჩენა“ – ზურაბ ნასყიდაშვილისა და „მგზავრების“ დუეტმა სოციალური ქსელი დაიპყრო

3110
ზურაბ ნასყიდაშვილი & „მგზავრები_

მეგაპროექტ „რანინას“ მორიგმა შემოქმედებითმა ტურმა სოციალურ ქსელში ნამდვილი ფურორი მოახდინა.

ზურაბ ნასყიდაშვილისა და ჯგუფ „მგზავრების“ მიერ შესრულებულმა კომპოზიციამ „ტანო ტატანო“ მსმენელის უდიდესი აღფრთოვანება დაიმსახურა. შესრულებამ ინტერნეტსივრცეში უამრავი ნახვა და ემოციური გამოხმაურება დააგროვა.

„წლის სიმღერა და შესრულებაა❤️“, „რა ბავშვები გვყვანან“, „რა ხავერდოვანი ხმა აქვს ამ ბიჭს“, „ნიჭის ზეიმია რანინა“, „პროექტი-ვარსკვლავად დაბადებულთა აღმოჩენა“, „ალბათ, მყინვარწვერსაც კი გაბზარავს ასეთი ხმა, ბრავო!“, „გვიმრავლოს შენნაირი ბავშვები საქართველოს“… – წერენ ვიდეოს კომენტარებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g