LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოთში სტიქიის გამო, სკოლებსა და ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა

182
სტიქია ფოთში

ფოთში უამინდობის გამო, სკოლებსა და ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა.

ფოთის მერიის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დატბორილია გზები, რაც აფერხებს დაწესებულებების ფუნქციონირებას.

„აღნიშნულიდან გამომდინარე, შეჩერდა სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების ფუნქციონირება 2024 წლის 21 ოქტომბრიდან, არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებამდე“, – ნათქვამია ფოთის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, ფოთში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა, დაიტბორა რამდენიმე ქუჩა, ეზოები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები. ზიანი მიადგა საქალაქო ინფრასტრუქტურის ნაწილსაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g