LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ვირტუალური თამაშების პირველი ინოვაციური სივრცე გაიხსნა

548
VR-Arena

თბილისში უმაღლესი სტანდარტის ვირტუალური რეალობის სივრცის VR Arena-ს პირველი ფილიალი გაიხსნა. ის ფიზიკური აქტივობებით დატვირთულ თამაშებსა და სხვადასხვა თემატურ გასართობ ზონას აერთიანებს.

ვირტუალური თამაშების არენა გათვლილია როგორც ბავშვებზე, ასევე ზრდასრულებზე. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი გასართობი სივრცე მიიზიდავს ყველა თაობის მოქალაქეს, ბიზნეს სექტორს და ტურისტებს. დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ დაბადების დღის და კორპორაციული წვეულებების გამართვა შესაბამისი თემატური პროგრამით.

VR Arena სტუმრებს ექსკლუზიური და საავტორო თამაშების მრავალფეროვანი პროგრამით 28 ოქტომბრიდან უმასპინძლებს.

თუ მზად ხარ ახალი თავგადასავლების, სტრატეგიული გამოწვევებისა და რეალისტური სამყაროსთვის, VR Arena შენ გელოდება.

მისამართი: ილია ვეკუას ქ. #22

ტელ.: +995 706 777 360

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები