LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საშინელი დღე გათენდა, 4 ახალგაზრდა კაცი აღარ არის ცოცხალი.. ბიჭებს მცირეწლოვანი შვილები დარჩათ, ერთი მრავალშვილიანი მამა იყო, 5 შვილი ჰყავდა..“ – რას ამბობენ ადგილობრივები წალკაში ავარიით დაღუპულებზე

381
lenta_w_h

კოდა-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

„შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებებით სამი პირი შემთხვევის ადგილზე, ხოლო მეოთხე კლინიკაში გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით ადგილობრივები ამბობენ, რომ დაღუპულ ბიჭებს მცირეწლოვანი შვილები დარჩათ. ერთ-ერთი კი მრავალშვილიანი იყო.

“ძა­ლი­ან ცუდი ამ­ბა­ვი მოხ­და, სა­ში­ნე­ლი დღე გა­თენ­და, 4 ახალ­გაზ­რდა კაცი აღარ არის ცო­ცხა­ლი. ბი­ჭებს მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბი დარ­ჩათ. ამ­ბო­ბენ, ერთი მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი მამა იყო და 5 შვი­ლი ჰყავ­დაო. გლო­ვაა წალ­კა­ში, ყვე­ლა გა­ნიც­დის ამ სა­ში­ნელ ამ­ბავს. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი­დან ორს ვიც­ნობ­დი, გია ფირ­ცხე­ლი­ანს და ამი­რან გურ­ჩი­ანს. ძა­ლი­ან მე­ცო­დე­ბა ყვე­ლა და მათი ოჯა­ხე­ბი. აქ­ცი­ა­ზე იყ­ვნენ გუ­შინ წა­სუ­ლე­ბი და იქი­დან სახ­ლში ბრუნ­დე­ბოდ­ნენ, როცა ეს ფაქ­ტი მოხ­და. ძა­ლი­ან ვწუხ­ვართ ყვე­ლა­ნი და დიდი და­ნაკ­ლი­სია ასე­თი ახალ­გაზ­რდე­ბის და­ღუპ­ვა“, – ამ­ბობს ად­გი­ლობ­რი­ვი.

წალკაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანი ემსხვერპლა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები