LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს მხოლოდ იმისთვისაა, რომ ხალხი შეშინდეს – ეს არის ტიპური ფსიქოლოგიური ზეწოლა არჩევნებამდე, რასაც მგონი, საკმაოდ მიჩვეული ვართ ქვეყანაში“ – პრეზიდენტი დღეს ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე

136
Capture

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც საგამოძიებო სამსახურის მიერ სამ სავარაუდო ე. წ. ქოლცენტრში საგამოძიებო მოქმედებების და ჩხრეკის ჩატარებას ეხებოდა, განაცხადა, რომ ეს არის ტიპური ფსიქოლოგიური ზეწოლა არჩევნებამდე, რასაც მგონი, საკმაოდ მიჩვეული ვართ ქვეყანაში.

„ვიცით, რომ ეს ხდება, ვიცით, რომ ამას უნდა გავუძლოთ, ამით არ უნდა შევშინდეთ. ეს მხოლოდ ამისთვისაა, რომ ხალხი შეშინდეს, ვიღაც არ წავიდეს არჩევნებზე, ვიღაცას შეეშინდეს თავისი ხმის იმ ფორმით ურნაში ჩაყრის, როგორც თვითონ ფიქრობს. ეს ყველაფერი არის მხოლოდ ფსიქოლოგიური მანიპულაციები, რომელიც მე მგონი საქართველოს მოსახლეობაზე, რომელიც ძალიან გამოცდილია ამ ყველაფერში, არ მუშაობს, აღარ მუშაობს და აღარ იმუშავებს.

გადასვლა ახალ ეტაპზე,, კოალიციურ მთავრობაზე, პროევროპულ მთავრობაზე და მომავალში ჩვენია ხალი პოლიტიკური რეალობა სწორედ ის უნდა იყოს, რომ აღარ იყოს საარჩევნო ინტიმიდაციები, ზეწოლა და საარჩევნოდ ადამიანების ამ ფორმით გამოყვანა მიტინგებზე, ძალით, ხვეწნით, ფულით თუ რაც იქნება, ეს უნდა ჩაბარდეს წარსულს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩაბარდება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები