LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს ჩვენი პატარა ელენე გავაცილეთ უკანასკნელ გზაზე… გარდაცვლილიც კი იღიმებოდა თავისი განსაკუთრებულად კეთილი და თბილი გამომეტყველებით“ – ნიკა გვარამია ელენე მეგრელიშვილზე

1527
ნიკა გვარამია ელენე მეგრელიშვილი

14 ოქტომბერს, გურჯაანში მომხდარი ავტოკატასტროფის დროს დაღუპული ელენე მეგრელიშვილი დღეს დაკრძალეს. ელენე მეგრელიშვილი პოლიტიკური პარტია „ახალი“-ს წევრი იყო.

პარტია „ახალი“-ს ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია ელენესთან გამოსამშვიდობებელ ემოციურ პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

„ის სამართალი დაიწვეს, დღეს რომ შენი დაკრძალვა დაიგეგმა…“ – კახეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაცვლილ ელენე მეგრელიშვილს მეგობრები ემშვიდობებიან

„დღეს ჩვენი პატარა ელენე გავაცილეთ უკანასკნელ გზაზე. გარდაცვლილიც კი იღიმებოდა თავისი განსაკუთრებულად კეთილი და თბილი გამომეტყველებით. ასე დაგვემშვიდობა. წავიდა და დაგვიტოვა დიდი ტკივილი და გულისწყვეტა 💔

ჩემო კეთილო და უსაყვარლესო გოგო, ერთად გავიმარჯვებთ! ჩვენ აქ ვიზეიმებთ და შენ იქ, კეთილთა სასუფეველში! გვიყვარხარ და არასდროს არ დაგვავიწყდები ❤ RIP“, – წერს ნიკა გვარამია.

„გვაქვს უმძიმესი დღეები, დავკარგეთ ღიმილით, ხალისითა და სიცოცხლით სავსე ელენე, გვიჭირს დაჯერება და გააზრება, რომ ანა ამ წუთებში, სიცოცხლისთვის იბრძვის“ – ნიკა მელია

კახეთში ავარიას კოალიცია „ცვლილებებისთვის“ შტაბის წევრი ემსხვერპლა – არიან დაშავებულები

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერ­თმა­ნეთს საპირისპირო მიმართულებით მოძ­რა­ვი ორი ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ე­ჯა­ხა, რა დროსაც ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა ელენე მეგრელიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g