ისე ნამეტანი იყო ორი ნოკაუტი ერთ დღეში, ძალიან მაგარია…ვულოცავ ილია თოფურიას ამ შთამბეჭდავ გამარჯვებას, – აღნიშნულის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ილია თოფურიას მივულოცო სულით და გულით დიდი გამარჯვება. ოპერატორები ძალიან ხარობენ ამით და გენაცვალეთ ბიჭებო და ვულოცავ მთელ საქართველოს ქართველის გამარჯვებას. ისე ნამეტანი იყო ორი ნოკაუტი ერთ დღეში, ძალიან მაგარია.
ვულოცავ კიდევ ერთხელ ჩემს ქვეყანას ამ შთამბეჭდავ გამარჯვებებს. რა მაგარია, რომ ერთ დღეში ორჯერ ვამბობთ გამარჯვებებს. გაიმარჯვა საქართველომ და „ქართულმა ოცნებამ“ და გაიმარჯვა ჩვენმა თანამოქალაქემ, ძალიან მაგარმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ, ვულოცავ და ძალიან დიდ წარმატებას ვუსურვებ ჩვენ ქვეყანას და ახლა ამ შემთხვევაში ილია თოფურიას.
ასევე, ძველ თემას დავუბრუნდები, რა ნიშანდობლივია და როგორ არ ყოფნით ჭკუა, ქრონოლოგია როგორ დაალაგეს – ჯერ გამოვიდა „ნაციონალური მოძრაობა“, ჩაატარა ბრიფინგი, მერე მას მიჰყვა მეორე „ნაციონალური მოძრაობა“ ჩაატარა ბრიფინგი და შემდეგ მას მიჰყვა ვითომ ე.წ. ენჯეო სექტორის წარმომადგენლები.
ანუ „ნაცმოძრაობამ“ გასცა მითითება და წამების ინტერვალით, დამთავრდა თუ არა მათი ბრიფინგი, დაიწყო მეორე „ნაცმოძრაობის“ ბრიფინგი, შემდეგ ისიც დამთავრდა თუ არა, დაიწყო მესამე „ნაცმოძრაობის“ ბრიფინგი, ენჯეო სექტორის ეგრეთ წოდებულების. და აი ასე პირველი გამწევი, პიონერი იყო „ნაცმოძრაობა“.
ისიც კი ვერ დაალაგეს, ამ აგონიაში მყოფებს ისიც კი არ შეუძლიათ დაალაგონ, ვითომ დარღვევებზე რომ ლაპარაკობენ სისულელეებს, ენჯეო სექტორის წარმომადგენლები გამოვიდნენ და მერე აგერ პარტიებმა თქვან რომ ენჯეო ამბობს, რაღაც არ იყო ისეო. აბსოლუტურ სისულელეზე ლაპარაკი ელექტრონულ არჩევნებში თურმე ათეულობით პროცენტი გაყალბებულა. არაბუნებრივი ამბები ხდება მეგობრებო. რეალურად საქმე გვაქვს პოლიტიკურ პანაშვიდთან „ნაცმოძრაობის“ შესრულებით“, – აცხადებს მდინარაძე.
ცნობისთვის, ისტორიაში პირველად, UFC-ს ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ ჩემპიონის ტიტული დაიცვა და მაქს ჰოლუეი ნოკაუტით დაამარცხა.