ცესკო-ს ვებგვერდზე ამ დროისათვის გამოქვეყნებული 3018 (97,011%) საარჩევნო უბნის წინასწარი მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ ხმათა 54,24 პროცენტი აქვს (1 087 801 ხმა).
რაც შეეხება ოთხ ოპოზიციურ გაერთიანებას, მათი ხმათა რაოდენობა ჯამში, 37.33 პროცენტს შეადგენს.
„კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ – 10.81% (216 691 ხმა);
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 10.07% (201 937 ხმა);
„ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 8.72% (174 921 ხმა);
„გახარია საქართველოსთვის“ – 7.73% (154 916 ხმა).