LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვერასდროს ვერ გაგამართლებთ, თქვენ ხელი მოაწერეთ ჩემი შვილის მომავლის განადგურებას, ეს აღარაა განსხვავებული აზრი… თავად ამოეშალეთ ჩემი მეგობრებიდან ისე, რომ ერთმანეთს არც აქ აღარ გადავეყაროთ“ – ნანკა კალატოზიშვილი

706
ნანკა კალატოზიშვილი

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ლიდერობს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარ შედეგებს მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი ეხმაურება სოციალურ ქსელში:

„არასდროს ვშლიდი ფეისბუქიდან ნაცნობებს, განსხვავებული აზრის გამო. მაინც ერთ ქალაქში უნდა ვიცხოვროთ ფიქრებით. მაგრამ ეს აღარაა განსხვავებული აზრი, ეს განსხვავებული მენტალობა,ფასეულობები და ზრახვებია. ვერანაირად ვერ გადავეკვეთებით აწი ერთმანეთს. ვერასდროს ვერ გაგამართლებთ. თქვენ ხელი მოაწერეთ ჩემი შვილის მომავლის განადგურებას.

ნანკა კალატოზიშვილი „ოცნებას“: „გაგეპარათ თაობა, რომელზეც ვერ მოასწარით თქვენი ნეგატივის გადმონთხევა, დაკომპლექსება და ესაა შედეგი…“

ხოდა კეთილი ინებეთ, ვინც მიიღებთ ამას საკუთარ თავზე, კიდე ზედმეტი უხერხულობა რომ თავიდან ავიცილოთ, თავად ამოეშალეთ ჩემი მეგობრებიდან ისე, რომ ერთმანეთს არც აქ აღარ გადავეყაროთ. ადამიანებს როცა პატივს აღარ სცემ, იმათთან არც რამის განხილვას აქვს უკვე აზრი!“, – წერს ნანკა კალატოზიშვილი.

ვიდეო: „პოლიტიკაში ნუ ყოფ ცხვირს რას ნიშნავს, არ მაინტერესებდეს ჩემს შვილს რა განათლება ექნება და რა გარემოში იცხოვრებს? ამ პროტესტმა იმდენი ახალი რაღაც გვაჩვენა… ქართული საზოგადოება შედგა, როგორც საზოგადოება“ – რას ამბობენ მსახიობები ნანკა კალატოზიშვილი და ეკა დემეტრაძე

ცნობისთვის, დილის 8 საათისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისია 3 111 საარჩევნო უბნიდან 2255 უბნის წინასწარ შედეგებს აქვეყნებს.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ 54,24%-ით ლიდერობს, ოთხ ოპოზიციურ გაერთიანებას კი, ჯამში, 37.33% აქვს

წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ლიდერობს. ოპოზიციიდან ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა კი „კოალიციამ ცვლილებისთვის“ მოიპოვა.

მონაცემები ასეთია:

  • „ქართული ოცნება“ – 55,065%;
  • „კოალიცია ცვლილებისთვის“ – 11,177%;
  • „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 9,852%;
  • „ძლიერი საქართველო“ – 8,998%;
  • „გახარია საქართველოსთვის“ – 8,228%;
  • „გირჩი“ – 3,214%;
  • „პატრიოტთა ალიანსი“ – 2,525%
  • „ლეიბორისტული პარტია“ – 0,752%
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g