LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როცა სახეში მოვარტყი, მაქსმა რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია. იშვიათად ხდება ასე. ამ დროს ჩემმა ძმამ დამიძახა…“ – ილია თოფურიას კომენტარი მაქს ჰოლოვეის დამარცხების შემდეგ

1091
ილია თოფურია და მაქს ჰოლოვეი

ისტორიაში პირველად, UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ ჩემპიონის ტიტული დაიცვა და მაქს ჰოლოვეი ნოკაუტით დაამარცხა.

გამარჯვების შემდეგ ილიამ კომენტარი გააკეთა, რომელსაც crystalsport-ი ავრცელებს.

„არ ვიცი რა ვთქვა. ისეთი ლეგენდის დამარცხება როგორც ჰოლოვეია, უბრალოდ დაუჯერებელია. მთელი მისი კარიერის განმავლობაში მაქსი ჩემი შთაგონების წყარო იყო. როცა სახეში მოვარტყი, მან რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია. იშვიათად ხდება ისე, რომ მაქსი უკან იხევს. ამ დროს ჩემმა ძმამ დამიძახა, რომ ზეწოლა გამეგრძელებინა“ – თქვა თოფურიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები