UFC-ის მებრძოლის, ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე, ჯორჯინა უზკატეგი სოციალურ ქსელში ქალიშვილთან ერთად გადაღებულ ახალ ფოტოებს აქვეყნებს.
„შენთან ერთად სამყაროს ხელახლა აღმოვაჩენ…“, – წერს ჯორჯინა.
შეგახსენებთ, ილია თოფურიასა და ჯორჯინა უზკატეგუის დაშორების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ გავრცელდა.
ჯორჯინა უზკატეგუი მას თავდაპირველად ძალადობაში ადანაშაულებდა და ქონების ნახევარს მოითხოვდა. მას ასევე სურდა საცხოვრებლად აშშ-ში გადასვლა, რაზეც ილია თოფურია უარს აცხადებდა – მიზეზი წყვილის საერთო, მცირეწლოვანი შვილია, რომლის სხვა ქვეყანაში გაშვება მებრძოლს არ სურდა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ ილია თოფურია გაამართლა.
„გჯეროდეთ, რომ არაფერია დაფარული, რაც არ გამოაშკარავდება“ – რას წერს ჯორჯინა უზკატეგუი
ვიდეო: ემოციური მიძღვნა ჯორჯინა უზკატეგუის – რა კადრებს გვიზიარებს ილია თოფურიას მეორე ნახევარი
