„ქართული ოცნება“ ძალაუფლების ავტორიტარული მეთოდებით ხელში ჩაგდებას ცდილობს, რასაც შესაბამისი შეფასება უნდა მოჰყვეს“, – წერს სოციალურ ქსელში აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი [„რესპუბლიკური პარტია“] ჯო უილსონი და საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით მისი პოზიციის გამო პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას აკრიტიკებს.
უილსონი ამას სამარცხვინოს უწოდებს და წერს:
შვედეთის მთავრობა საქართველოს მთავრობასთან პირდაპირ თანამშრომლობას აჩერებს – შვედი მინისტრი
ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე: „მაწუხებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში სისტემატური დარღვევების სარწმუნო ბრალდებები – ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც უსმენს და პატივს სცემს მათ ხმას“
„მოვუწოდებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, ყურადღებით შეისწავლოს თაღლითობის ბრალდებები და თუ დადგინდება, რომ ეს ასეა, ამის შესახებ მკაფიო განცხადება გააკეთოს.“
„სამარცხვინოა, რომ ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია ლეგიტიმაციას ახდენს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების, რომელიც ავტორიტარულად ცდილობს ხელში ჩაიგდოს თავისუფლებისმოყვარე ქვეყანა“. – წერს კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ ქსელში.
კანადა საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობის გადასინჯვას გეგმავს
It is shameful that the Biden-Harris administration is legitimizing Georgian Dream’s authoritarian takeover of a freedom loving country. 🇺🇸🇬🇪 #MEGOBARI https://t.co/NCAjW58Nj8
— Joe Wilson (@RepJoeWilson) October 29, 2024