LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიკოთის მონაკვეთის მშენებლობა მომავალი წლიდან დაიწყება

35

ჩქაროსნული მაგისტრალის შენებლობა კარგი ტემპით მიმდინარეობს და მომავალი წლიდან სავარაუდოდ, რიკოთის მონაკვეთის მშენებლობა დაიწყება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, იწყება მშენებლობა ზემო ოსიაური – ჩუმათელეთის მონაკვეთის, რომელიც ჯამში 15 კილომეტრამდეა.

”ეს უკვე გახლავთ ბოლო მონაკვეთი, რომლის შემდეგ იწყება რიკოთის მონაკვეთი. კონკრეტულად ამ მონაკვეთის ღირებულება არის 500 მლნ ლარამდე და ძალიან დიდ დასაქმების კომპონენტს ითვალიწინებს. რაც შეეხება რიკოთის მონაკვეთს, მიმდინარეობს დიზაინის საბოლოო დაზუსტება, დაახლოებით მილიარდ დოლარამდე იქნება ამ მონაკვეთის ღირებულება. ეს არის უმნიშვნელოვანესი და ალბათ ყველაზე რთული მონაკვეთი და ეს იქნება 55 კილომეტრამდე, 90 ხიდის და 40 მაგისტრალური გვირაბის შემცველი მონაკვეთი. აქაც ასობით ადამიანი დასაქმდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუ არ ვცდები მომავალი წლისთვის მზად ვიქნებით ამ მონაკვეთის მშენებლობის დაწყებისთვის. მე ძალიან მიხარია, რომ კარგი ტემპით მივდივართ, არ გვაქვს ჩამორჩენა სივრცითი განვითარების გეგმის დროით ინდიკატორებთან. მინდა მოსახლეობას სივრცითი განვითარების აღსრულების შესახებ რეგულარულად ვაცნობოთ“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები