LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენც გვინდა და ვაისიც თანახმაა: ნაკრების მწვრთნელი მალე გახანგრძლივდება

16

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი ადასტურებს, რომ ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვლადიმირ ვაისთან კონტრაქტის გახანგრძლივება იგეგმება.

მუჯირმა ტელეკომპანია “იმედზე” საუბრისას, დაასატურა, რომ ახალი ხელშეკრულების გაფორმების სურვილს თავად სლოვაკი სპეციალისტიც გამოთქვამს.

“ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩვენი მხრიდან ვაისთან ხელშეკრულების გაგრძელების სურვილი არსებობს და სასიხარულოა, რომ მისი მხრიდანაც არის დაინტერესება. ერთმანეთს დავუფიქსირეთ ეს პოზიცია და უახლოეს მომავალში საბოლოოდ ნათელი მოეფინება ამ საკითხს”, – აღნიშნა მუჯირმა ტელეკომპანია “იმედის” სპორტულ გადაცემა “სპორტი იმედზე” სტუმრობისას.

შეგახსენებთ, ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ეროვნული ნაკრები 2016 წლის მარტში ჩაიბარა. სლოვაკის აქტივში ოფიციალურ მატჩებში 5 ფრე და 3 მარცხია. გამარჯვება კი, საქართველოს ნაკრებმა ჯერჯერობით მხოლოდ ამხანაგურ მატჩებში მოახერხა. მათ შორის ყველაზე ხმაურიანი და ისტორიულია სტუმრად ესპანეთის ნაკრების დამარცხება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები