რუსეთის ქალთა საკალათბურთო ნაკრების ყოფილი მოთამაშე, ეკატერინა ლისინა გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც მსოფლიოს ყველაზე გრძელი ფეხების მქონე ქალი. კალათბურთელის სიმაღლე 205 სანტიმეტრია, ფეხების სიგრძე კი 132 სანტიმეტრს შეადგენს.
„ამ მომენტს იანვრიდან ველოდი, როცა განაცხადი შევიტანე გინესის რეკორდების წიგნში მოსახვედრად. იმედია, მოდის სამყაროს ახალ დონეზე გავიყვან. ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის“, – დაწერა საკუთარ „ინსტაგრამზე“ რეკორდსმენმა.
ლისინა 2007 წელს ევროპის ჩემპიონი იყო, 2006 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლი, ხოლო 2008 წელს პეკინის ოლიმპიადაზე ბრინჯაო მოიპოვა. მან 2014 წელს დაასრულა თამაში და მოდელის კარიერა დაიწყო.