LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ ყოველთვის ვიქნებით იქ, სადაც ჩვენი ამომრჩეველი იქნება“ – გიორგი გახარია

147
Screenshot 2024-11-03 220100

„ჩვენ ყოველთვის ვიქნებით იქ, სადაც ჩვენი ამომრჩეველი იქნება“, – ამის შესახებ ფორმულას ეთერში „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სამოქალაქო პროტესტი უნდა იყოს მშვიდობიანი.

„რა თქმა უნდა, ჩვენ იმ სამოქალაქო პროტესტში, რომელიც აუცილებელია, იმიტომ, რომ სხვანაირად არ გამოვა არაფერი, მაგრამ ეს უნდა იყოს მშვიდობიანი, ჩვენ ამაში აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას და ვიქნებთ იქ, სადაც ჩვენი ამომრჩეველი იქნება.

ჩვენ ჩვენს ამომრჩეველთან ისეთი ბმა გვაქვს, რასაც ვერავინ და ვერაფერი გაწყვეტს. ამიტომ, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით იქ, სადაც ჩვენი ამომრჩეველი იქნება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საპროტესტო აქცია ხვალ, 4 ნოემბერს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g