საფრანგეთში, ნანტის აეროპორტი მაქსიმალურად ეკოლოგიური გახდება.
თვითმფრინავების სადგომზე ელექტრო სადგურებს დაამონტაჟებენ, ხოლო მგზავრებისთვის განკუთვნილ ჩვეულებრივ ავტობუსებს ელექტრონულით ჩაანაცვლებენ. ამის შესახებ აეროპორტის ოფიციალური საიტი წერს.
ათობით სადგურზე, ტერმინალების სიახლოვეს, აეროპორტის ენერგო ხაზთან დაკავშირების შესაძლებლობა გაჩნდება. რაც იმას ნიშნავს, რომ თვითმფრინავებს ელექტროენერგიით უზრუნველსაყოფად ძრავის ჩართვა აღარ მოუწევთ, მაგალითად იმისთვის რომ კონდიციონერები ამუშაონ. შედეგად მავნე გამონაბოლქვის წელიწადში 2400 ტონით შემცირება გახდება შესაძლებელი.
2025 წლისთვის აეროპორტში ტექნიკურ ტრანსპორტს ელექტრონული ანალოგებით ჩაანაცვლებენ. ეს ეხება არამხოლოდ მგზავრების გადასაყვან ავტობუსებს, არამედ მანქანებს, რომელიც ტვირთის გადასატანად და აეროპორტის პერსონალის მომსახურებისთვის არის განკუთვნილი.