LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის (4-10 ნოემბრის) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

303
მიხეილ ცაგარელი

მართალია, დედამიწის პოზიტიურ ენერგოველში გადასვლა დადებითად აისახება ზოდიაქოს ყველა ნიშნის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, გაუმჯობესდება კომუნიკაცია, მოიმატებს ადამიანებს შორის ურთიერთგაგება და საერთო ენის გამონახვის შანსი, მაგრამ ზოგიერთ ნიშანს მაინც მოუწევს სირთულეების დაძლევა და მოულოდნელ პრობლემებთან გამკლავება.

ვერძი – დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა. სწრაფად დაიღლებით, არაა გამორიცხული გაცივდეთ ან გაგიმწვავდეთ ქრონიკული დაავადებები. არ აჰყვეთ ემოციებს, ეცადეთ მშვიდად და ობიექტურად შეაფასოთ მიმდინარე მოვლენები. დააკვირდით გარშემომყოფთა ქცევას, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ მათი ფარული ზრახვების ამოცნობას. მოერიდეთ ზედმეტ ლაპარაკს და საიდუმლოს გათქმას, რადგან სწორედ ის გიღალატებთ, ვისგანაც ყველაზე ნაკლებად ელით. აკონტროლეთ ფინანსები, რადგან მაღალია მოულოდნელი დანაკარგის ალბათობა.

კურო – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე იგრძნობთ ძალის მოზღვავებას, მოიმატებს ოპტიმიზმი და ენთუზიაზმი, შემართება და შრომის უნარი. კარგი პერიოდია  შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, შეხვედრების და მოლაპარაკებების გამართვისთვის, ბიზნეს და სასიყვარულო პარტნიორებთან ურთიერთობის გასარკვევად და უსიამოვნებების მოგვარებისთვის. მეტიც, რაც უფრო სტაბილური იქნება ურთიერთობა პარტნიორებთან, მით უფრო მეტი თავდაჯერებით იმოქმედებთ ნებისმიერ სფეროში.  

ტყუპები – დასუსტებული ენერგოტონუსის, არასტაბილური ჯანმრთელობისა და ემოციური მდგომარეობის მიუხედავად, მაინც შეძლებთ აქტიურობის გამოჩენას და მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტას. კარგი პერიოდია კარიერული წინსვლისა და განვითარებისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის გამოსავლენად. არაა გამორიცხული გაიცნოთ ადამიანები, რომლებიც მნიშვნელოვნად შეცვლიან თქვენს მსოფლმხედველობას. მეტი მოთმინება და თავშეკავება გამოიჩინეთ კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან ურთიერთობისას. ეცადეთ მოაწესრიგოთ საკუთარი ფიქრები და ურთიერთობები პარტნიორებთან.

კირჩხიბი – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს თვითრწმენა, შეძლებთ გააქტიურებას ინიციატივის და ლიდერული თვისებების გამოვლენას. კარგი პერიოდია სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის. ეცადეთ სწორედ ამ კვირაში დაასრულოთ ძველი საქმეები და დასახოთ სამომავლო გეგმები. ენდეთ ინტუიციას, რადგან მხოლოდ მასზე დაყრდნობით შეძლებთ სწორი არჩევანის გაკეთებას.

ლომი – დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, მოიმატებს პესიმიზმი და უიმედობა. გაგიჭირდებათ საქმეზე კონცენტრირება და სრულფასოვნად შესრულება. გამოიჩინეთ მეტი ლოიალურობა გარშემომყოფების მიმართ, გამოიყენეთ იუმორი მათთან ურთიერთობისას, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ მათი კეთილგანწყობის მოპოვებას. ეცადეთ სწორედ ამ კვირაში მოაგვაროთ საყოფაცხოვრებო პრობლემები.

ქალწული – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე მოიმატებს ენთუზიაზმი და შრომის უნარი. ეცადეთ გააქტიურდეთ, გამოავლინოთ შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალი. კარგი პერიოდია მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ახალი კავშირების გაბმისა და ნაცნობთა წრის გაფართოებისთვის, კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან უთანხმოების მოსაგვარებლად. ყურადღებით გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია, რადგან მაღალია მოტყუების და შეგნებულად შეცდომაში შეყვანის ალბათობა.

სასწორი – მართალია, დასუტებული ენერგოტონუსის ფონზე სწრაფად დაიღლებით და დაკარგავთ მუშაობის ხალისს, მაგრამ დასვენების დრო მაინც არ გექნებათ. მოგიწევთ უამრავი საქმე ერთდროულად შესრულება, რათა ფუნდამენტი ჩაუყაროთ წარმატებულ მომავალს. ეცადეთ სწორად განსაზღვრო პრიორიტეტები, რათა ზედმეტი დრო არ დახარჯოთ მეორეხარისხოვან საკითხებზე. კარგი პერიოდია მსხვილი საყიდლებისა და კაპიტალის დაბანდებისთვის, შემოსავლის ახალი წყაროების მოძიებისა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.

მორიელი – მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ კვირის ფავორიტიც თქვენ ბრძანდებით. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, მოიმატებს ენთუზიაზმი და ოპტიმიზმი. შეძლებთ გააქტიურებას, შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენას. იმოქმედეთ ინტუიციაზე დაყრდნობით, რომელიც სწორი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ. კარგი პერიოდია იდეების რეალიზებისა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში განახორციელოთ მნიშვნელოვანი ცვლილებები, შეიცვალოთ იმიჯი და ჩაცმის სტილი ან განსხვავებულად შეხედოთ გარშემომყოფებს და გადააფასოთ მათთან ურთიერთობა.

მშვილდოსანი – წლის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე რთული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. არაა გამორიცხული გაცივდეთ ან გაგიმწვავდეთ ქრონიკული დაავადებები. მეტი ყურადღება გამოიჩინეთ გარშემომყოფთა მიმართ, რადგან მოშურნეები და კონკურენტები მაქსიმალურად ეცდებიან ჭორებითა და ინტრიგებით თქვენთვის ხელის შეშლას. მოერიდეთ ზედმეტ ლაპარაკს და საიდუმლოს გაცემას, რადგან სწორედ ის გიღალატებთ, ვისგანაც ყველაზე ნაკლებად ელით. გამოიჩინეთ მეტი თავშეკავება და დიპლომატია პარტნიორებთან ურთიერთობისას, რადგან მაღალია კონფლიქტების ალბათობა.

თხის რქა – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს შრომის უნარი და ნებისყოფა. შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას. კარგი პერიოდია ცვლილებების განხორციელებისთვის, კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის, კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარებისთვის. არაა გამორიცხული გაიცნოთ ადამიანები, რომლებიც რადიკალურად შეცვლიან თქვენს მსოფლმხედველობას.

მერწყული – დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. ეცადეთ მეტი დაისვენოთ და კარგად გამოიძინოთ. არ ღირს საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღება, რადგან გადაღლა და დამძიმებული განწყობა არ მოგცემთ ყველაფრის სრულფასოვნად შესრულების საშუალებას. კარგი პერიოდია შეხვედრების და მოლაპარაკებების გამართვისთვის, ახალი კავშირების გაბმისა და საიმედო პარტნიორების შეძენისთვის. ენდეთ ახლობლებს, მოისმინეთ და გაითვალისწინეთ მათი რჩევები.

თევზები – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს თვითრწმენა და თავდაჯერებულობა, შეძლებთ ინტუიციაზე დაყრდნობით მოქმედებას და სწორი გადაწყვეტილების მიღებას. კარგი პერიოდია მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის გამოსავლენად, ახალი პროექტების დაწყებისა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. ყურადღებით დააკვირდით გარშემომყოფთა ქცევას, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ მათი ფარული ზრახვებისა და რეალური სახის დანახვას.  

გეომაგნიტური დღეები – 5, 8, 9 და 10 ნოემბერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები