ცოტა ხნის წინ, მომღერალმა მარიამ ელიეშვილმა და აშშ-ში მცხოვრებმა ბიზნესმენმა გიორგი მჭედლიშვილმა ჯვარი დაიწერეს. ჯვრისწერის ცერემონია აშშ-ში, ფილადელფიაში გაიმართა.
შთამბეჭდავი იყო საქორწინო წვეულება, რომელიც მუსიკალურ დღესასწაულად იქცა. სოციალურ ქსელში გავრცელდა უამრავი ვიდეო, თუ როგორ მხიარულობენ და მღერიან ნეფე-დედოფალი სტუმრებთან ერთად.
აღსანიშნავია, რომ, ისევე როგორც მთლიანი საქორწინო ცერემონია, ქორწილის ფინალიც ტრადიციულად ქართული იყო – ულამაზესი ქორწილის ფინალური ნაწილი დაგვირგვინდა სიმღერით -„გზა დაგვილოცე“, რომელიც თავად მარიამმა იმღერა.
მარიამ ელიეშვილისა და გიორგი მჭედლიშვილის ფილადელფიური ქორწილის ფინალური ნაწილიმომღერალ მარიამ ელიეშვილისა და ბიზნესმენ გიორგი მჭედლიშვილის ფილადელფიაში გამართული ულამაზესი ქორწილის ფინალური ნაწილი 🎶 ვიდეო: Ia Khurtsilava #fortunage
Posted by Radio Fortuna FM 106,9 on ოთხშაბათი, 06 ნოემბერი, 2024