LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კავსაძე: „ცოტა არ იყოს, ვღიზიანდები, როდესაც კახის შვილს მეძახიან. მივუტრიალდები და მივმართავ, ჩემი სახელი და გვარია ირაკლი კავსაძე და არა კახის შვილი…“

154
ირაკლი და კახი კავსაძეები

მსახიობი ირაკლი კავსაძე ჟურნალ „გზას“ ამერიკული ცხოვრების შესახებ ესაუბრება და იხსენებს, როგორ გახდა კახი კავსაძე ამერიკაში ჩასვლის შემდეგ „იკოს ფაზერ“.

ამერიკული თავისუფლება ხომ არ გიზიდავდათ?

როგორ გითხრათ, მე საიდან ვიცოდი, ამერიკაში როგორი თავისუფლება იყო? თითქოს ჩემი ინდივიდუალიზმის გამოვლენა მაკლდა, ეს გახლდათ, ჩემო ბატონო! რა თქმა უნდა, კახი კავსაძის, ბელა მირიანაშვილის გავლენა ძალიან დიდია. ცოტა არ იყოს, ვღიზიანდები, როდესაც კახის შვილს მეძახიან. მივუტრიალდები და მივმართავ, ჩემი სახელი და გვარია ირაკლი კავსაძე და არა კახის შვილი. თუ შეიძლება, ირაკლი კავსაძედ გააცანით ხალხს ჩემი თავი და მერე თუ გინდათ დააყოლეთ-მეთქი. თუმცა შემდეგ უცნაური რამ მოხდა: ამერიკაში რომ ჩამოვიდა კახი, მანდ როლები შეიცვალა და გახდა „იკოს ფაზერ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g