LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთად ალცჰაიმერით ცხოვრება მშვენიერია“ – პრემიერა რუსთავის თეატრში

241
„ერთად-ალცჰაიმერით-ცხოვრება-მშვენიერია“---პრემიერა-რუსთავის-თეატრში

რუსთავის თეატრი მორიგი პრემიერის სამზადისშია.

8 ნოემბერს, 20:00 სთ-ზე რუსთავის თეატრის დიდ სცენაზე ავსტრიელი დრამატურგის პეტერ ტურინის პიესა „ერთად ალცჰაიმერით ცხოვრება მშვენიერია“ გაცოცხლდება.

პიესა ავსტრიული მხარის თანხმობით სპეციალურად რუსთავის თეატრისთვის ითარგმნა. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი სოსო ნემსაძეა, პიესა – მზია გარდავაძემ თარგმნა.

ალბათ არ არსებობს ადამიანი, ვისაც სიბერის შიში არ ჰქონდეს, ამის ერთ-ერთი საფუძველი  ამ პერიოდის დამახასიათებელი დაავადება ალცჰაიმერია. პიესა სწორედ  მის არცთუ ისე საშიშ მხარეს დადებით ჭრილში წარმოგვიდგენს. მაყურებელი ნახავს, თუ როგორია წყვილის ცხოვრება ახალგაზრდობასა და სიბერეში, რომ ცხოვრება შეიძლება ისეთივე მშვენიერი იყოს სიცოცხლის უკანასკნელ წლებშიც როგორც დასაწყისში, ლაღ და უზრუნველ ბავშვობაში.

მოქმედება ორივე დროში ხდება და წყვილის ახალგაზრდულ თუ უკვე ასაკში შესულ მანკიერ მხარესაც გვაცნობს. პიესის ავტორს იმის თქმა სურს, რომ მთავარი ამ ცხოვრებაში მაინც ურთიერთგაგება და ერთად ყოფნაა. შეიძლება ითქვას, რომ ერთმანეთის დამსახურებით მთავარი პერსონაჟები რთულ პროცესებს ერთად გადიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g