LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიამ პეინის გარდაცვალების საქმეზე სამი პირია დაკავებული

166
photo-collage.png (16)

ლიამ პეინის გარდაცვალების საქმეზე სამი პირი დააკავეს. დაკავებულებს ბრალი უკვე წარედგინათ. გამოძიება მათ 31 წლის ასაკში გარდაცვლილი არტისტის უყურადღებოდ მიტოვებასა და ნარკოტიკების მიწოდებას ედავება.

აღსანიშნავია, რომ ბრალდებულებს შორის ერთი-ერთი იმ სასტუმროს თანამშრომელია, რომლის მესამე სართულის აივნიდან გადმოვარდნამ One Direction-ის ერთ-ერთი წევრის სიცოცხლე იმსხვერპლა.

შეგახსენებთ, რომ უბედური შემთხვევა, რომელმაც მსოფლიო შეძრა 16 ოქტომბერს, ბუენოს-აირესში მოხდა. სამედიცინო კვლევებით დადგინდა, რომ აივნიდან ვარდნის დროს მუსიკოსს გონება ნაწილობრივ ან სრულად დაკარგული ჰქონდა. ცხედრის ექსპერტიზის თანახმად, გარდაცვალების მიზეზად მრავლობითი დაზიანება, შინაგანი და გარეგანი სისხლდენა დასახელდა.

ლიამ პეინის ტრაგიკულად დაღუპვის სავარაუდო მიზეზი დასახელდა – ქსელში სასტუმროს ოთახის ფოტოები გავრცელდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები