LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქურდმა ციხის მიმართ სიყვარულის გამო მაქსიმალური სასჯელი მოითხოვა

108
1_th

აშშ-ში ბანკების სერიული მძარცველი ციხის მიმართ სიყვარულში გამოტყდა და პატიმრობის მაქსიმალური ვადა მოითხოვა. ამის შესახებ Miami Herald წერს.

42 წლის ტერი მიჩმა მორიგი სასამართლო პროცესის დროს უცნაური განცხადება გააკეთა. თებერვლის თვეში ტერი ჰოლივუდში მდებარე ერთ-ერთ ბანკში შეიჭრა და მოლარეს 2,1 ათასი დოლარი გამოსძალა. სასამართლო პროცესზე კი კაცმა მოსამართლეს სთხოვა რომ მისთვის მაქსიმალური სასჯელი მიეცი, რათა ის „ნაცნობ გარემოში ნორმალურ ცხოვრებას დაჰბრუნებოდა.“

ქურდმა ისიც დაამატა, რომ მისი ციხეში ყოფნა საზოგადოებაში წესრიგის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს. „ვიცი, რომ ისევ შემეშლება. ყოველთვის ერთი და იგივე შედეგი მაქვს, შემთხვევათა 100 პროცენტში. მე მომწონს ციხეში ცხოვრება“, – განაცხადა მიჩმა.

კაცმა ასევე დაამატა, რომ ის გიჟი არ არის და ცუდის და კარგის გარჩევაც იცის. თუმცა, თავის თავს კარგად იცნობს, იმაზე უკეთ ვიდრე ვინმე სხვა.

პირველად მიჩი ციხეში 2012 წელს, ბანკის ძარცვისთვის მოხვდა. 2016 წელს გარეთ გამოვიდა და 9 დღის შემდეგ უკან შებრუნდა, ისევ ქურდობისთვის. თებერვლის დანაშაულიც მან გათავისუფლებიდან 2 კვირის შემდეგ ჩაიდინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები