LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია აბაშიძე: წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო, ზუსტად შეესაბამება გარედან დაფინანსებულ ISFED-ს, რომელიც გენდერული სტატისტიკით ცდილობს “გაყალბების” თემის აწევას, ცესკომ არაერთგზის განმარტა, რომ გენდერული სტატისტიკა არ წარმოადგენს ოფიციალურ მონაცემებს

116
გია აბაშიძე

წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო, ინგლისურად – A drowning man clutches at a thread, რაც ზუსტად შეესაბამება გარედან დაფინანსებულ ISFED-ს, რომელიც გენდერული სტატისტიკით ცდილობს “გაყალბების” თემის აწევას, – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ცესკომ არაერთგზის განმარტა, რომ გენდერული სტატისტიკა არ წარმოადგენს ოფიციალურ მონაცემებს, რომელიც შეიტანა შედეგების შემაჯამებელ ოქმებში. აღნიშნული მონაცემებს ითვლიან რეგისტრატორები არა საარჩევნო, არამედ მხოლოდ გენდერული სტატისტიკის დამუშავების მიზნით.

“წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო, ინგლისურად – A drowning man clutches at a thread, რაც ზუსტად შეესაბამება გარედან დაფინანსებულ ISFED-ს, რომელიც გენდერული სტატისტიკით ცდილობს “გაყალბების” თემის აწევას.
“სამართლიანი არჩევნები” წლევანდელ PVT-ს ვერ აქვეყნებს და თუ ვოკალური მონაცემები აქვთ, ნაცკონცერტების ფავორიტს, ჯგუფ “გამოუვალ მდგომარეობას” შეუერთდნენ.

ცესკომ არაერთგზის განმარტა, რომ: გენდერული სტატისტიკა არ წარმოადგენს ოფიციალურ მონაცემებს, რომელიც შეიტანა შედეგების შემაჯამებელ ოქმებში. აღნიშნული მონაცემებს ითვლიან რეგისტრატორები არა საარჩევნო, არამედ მხოლოდ გენდერული სტატისტიკის დამუშავების მიზნით და შესაძლოა, დათვლის მეთოდოლოგიისა და გარემოებების გათვალისწინებით, მცირედით განსხვავდებოდეს რეალური გენდერული აქტივობისგან, რასაც, კონკრეტულ შემთხვევაში, ადგილი აქვს მხოლოდ რამდენიმე საარჩევნო უბანზე.

საარჩევნო უბნებზე არჩევნებში მონაწილეობას იღებენ სპეციალურ სიებში შეყვანილი ამომრჩევლები: საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები, სტაციონარში მყოფი ამომრჩევლები, პატიმრობაში მყოფი ამომრჩევლები, სამხედრო მოსამსახურეები, რომელთა სამსახურის პირობები მოითხოვს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილისაგან განსხვავებულ მისამართზე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით 11 საარჩევნო უბანია, სადაც კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიებიდან შეცდომით გადმოიგზავნა არჩევნებში მონაწილე ქალების რაოდენობა, რამაც გამოიწვია ცდომილება არჩევნებში მონაწილე კაცების რაოდენობაში და ის ეხება მხოლოდ 150 (!) ამომრჩეველს.” – წერს გია აბაშიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g