LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელენე ხოშტარია: დღეს, 19:00 საათზე, რუსთაველზე უნდა შევიკრიბოთ, მოვლენ ჩვენი პარტნიორები, მიმართავენ ხალხს და ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ვართ ევროპა, ევროპელები

131
ელენე ხოშტარია

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, 8 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციის წევრები მზად არიან ძალიან კონკრეტული ნაბიჯებისთვის, რომელიც „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა და ქართველი ხალხის მხარდაჭერა იქნება.

აღნიშნულზე ხოშტარიამ 8 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა:

„გამოჩნდა ქართველი ხალხის უპრეცედენტო მხარდაჭერა. აბსოლუტურად მკაფიო პოზიციაა არჩევნების მოპარვასთან დაკავშირებით. არცერთი კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით რა მოხდა, ამ ადამიანებს არ გააჩნიათ. ისინი ხედავენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა არჩევნები მოიპარა. ასევე, ისინი ხედავენ, რომ ქართველი ხალხი იბრძვის.

მიხაილ როთი: „სანამ ამ არჩევნებს ნათელი არ მოეფინება, ევროკავშირი ვერ აღიარებს მას, როგორც ლეგიტიმურს – თუ ეს განცხადებები დამოუკიდებლად გამოძიებული არ იქნება, ჩვენ მოვითხოვთ ინდივიდუალურ სანქციებს“

„ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ მაკრონის, პრემიერ-მინისტრ ტუსკის და კანცლერ შოლცის მოწოდებას, რომ გამოძიება [ჩატარდეს] – სანამ ამ არჩევნებს ნათელი არ მოეფინება, ევროკავშირი ვერ აღიარებს არჩევნებს, როგორც ლეგიტიმურს“.

ასევე, ხედავენ ოპოზიციურ ერთობას და არიან ძალიან კონკრეტული ნაბიჯებისთვის მზად, კონკრეტული ნაბიჯებისთვის ევროპის მხრიდან, რომელიც იქნება „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა და რომელიც იქნება მხარდაჭერა ქართველი ხალხისთვის.

დღეს, 19:00 საათზე რუსთაველზე უნდა შევიკრიბოთ, მოვლენ ჩვენი პარტნიორები, მიმართავენ ხალხს და ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ვართ ევროპა, ევროპელები.

„შეუძლებლად მიმაჩნია მიღებულ თხოვნაზე დათანხმება…“ – შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციას შეხვედრაზე უარი უთხრა

ძალიან ბევრ, კონკრეტულ და შედეგიან ნაბიჯებზე იყო საუბარი, რაზეც ისინი იმუშავებენ. მათ შორის საუბარი იყო საერთაშორისო გამოძიებაზე. აბსოლუტურად ყველა ინსტრუმენტი, რომელიც იქნება „ქართული ოცნების“ ზეწოლისა და ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის მძლავრი, არის განხილული“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ამასთან, მანვე ოპოზიციის უცხოელ პარტნიორებთან შეხვედრამდე მათ მოსაზრებებზე ისაუბრა და თქვა, რომ გახილავენ საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიების ჩატარების აუცილებლობას.

ხოშტარიას თქმით, საჭიროა „საერთაშორისო შეფასება იმ ქურდობის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ და ზოგადად რუსეთმა საქართველოში“ ჩაიდინა.

„თავად ვიზიტი ამ კონკრეტულ და კრიტიკულ მომენტში არის ქართველი ხალხის ძალიან დიდი მხარდაჭერა. ეს ძალიან წარმომადგენლობითი ჯგუფი ნიშნავს იმას, რომ ევროპა, ევროპიდან მაღალი დანის კონკრეტული პოლიტიკოსები ხედავენ ქართველი ხალხის ბრძოლას, ხედავენ და არ ეგუებიან მიტაცებულ ბრძოლას.

რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული მოთხოვნები, ძალიან კონკრეტული ხედვა. პირველი არის, სრული დელეგიტიმაცია, რაც უკვე ხდება ევროპის მხრიდან, არავინ აღიარა ეს არჩევნები.

გურამ მაჭარაშვილი: „ხუმრობით თუ გეტყვით, ის ჩვენი საჩუქარია, რადგან რადიკალური ოპოზიციის სიმბოლო და იდეოლოგია. ვამბობდით, რომ ლგბტ დროშა და როთი ოპოზიციას არჩევნებს წააგებინებდა“

ჩვენ მეტიც კი ვნახეთ, ორბანთან რაღაც მანიპულაციამ არაფერი მოიტანა, პირიქით, დიდი ზეწოლა მიიღო კობახიძემ. შემდეგი ეს არის, რა თქმა უნდა, საერთაშორისო გამოძიება, ანუ საერთაშორისო შეფასება იმ ქურდობის, რაც ჩაიდინა „ქართულმა ოცნებამ” და ზოგადად რუსეთმა რაც ჩაიდინა საქართველოში, შემდეგ არის უკვე ევროპის მიერ ადმინისტრირებული არჩევნები, რასაც ჩვენ ვითხოვთ.

ასევე ვილაპარაკებთ კონკრეტულ იმ ზეწოლის ფორმებზე, რაც აუცილებელია მათი მხრიდან სხვადასხვა ტაქტიკურ საკითხებზე და გავუზიარებთ ჩვენ გეგმებს“. – განაცხადა ხოშტარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g