LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „კიდევ თურმე ქვეითად მოსიარულეებმა უნდა დავუთმოთ ამათ გზა. ვისთვის?“ – რა გახდა ანა დოლიძესა და პოლიციელებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი

179
ანა დოლიძე

„ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ანა დოლიძე მასსა და პოლიციელებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზს განმარტავს და აცხადებს, რომ პოლიციამ ხელოვნური კორდონით მოახდინა გზის პარალიზება.

„აქციიდან მოვდიოდი, ლეონიძის ქუჩაზე გადმოვდიოდი და აღმოჩნდა, რომ ათობით დიდი ავტობუსით პოლიცია ჰყავდათ პარლამენტთან მობილიზებული აქციისთვის და გააჩერეს როგორც მანქანები, ისე ქვეითად მოსიარულეები (მე ფეხით გადავდიოდი ქუჩაზე), რათა ამ პოლიციის ათობით ავტობუსს, რომელიც ჩვენთვის, მშვიდობიანი მომიტინგეებისთვის ჰყავდათ გამზადებული, გაევლო იმ ტერიტორიაზე. ხელოვნური კორდონით მოახდინეს გზის პარალიზება, ისევე, როგორც ყოველი აქციის შემდეგ და გამწიეს მეც გზიდან.

ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე მოდის, ევროპელი პარტნიორები მოდიან და ჩვენი პოლიცია, ათობით ავტობუსით, მზად იყო ჩვენთან გასამკლავებლად და კიდევ თურმე, ქვეითად მოსიარულეებმა უნდა დავუთმოთ ამათ გზა. ვისთვის? – იმ ხალხისთვის, რომელიც ჩვენს დასარბევად ჰყავთ მობილიზებული. ამას მოჰყვა ჩემი შეპასუხება, რომ ამას არ ვაპირებ, არც ნაბიჯს ავუჩქარებ და არც შევანელებ იმისთვის, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარს გზა დავუთმო”, – განუცხადა ანა დოლიძემ “ინტერპრესნიუს”.

ანა დოლიძესა და პოლიციას შორის შელაპარაკება რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის დასრულების შემდეგ მოხდა. სიტყვიერი დაპირისპირების კადრები, ინციდენტის დროს ანა დოლიძემ სოციალური ქსელის პირად გვერდზე, ლაივ რეჟიმში გაუშვა.

პასუხი რუსების მცველებს👇

Posted by ანა დოლიძე / Anna Dolidze on ორშაბათი, 11 ნოემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g