LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2025 წელს სამოგზაუროდ საუკეთესო ადგილები

125
Capture

ანტიგუა და გვატემალა 2025 წელს სამოგზაუროდ საუკეთესო ადგილებად დაასახელეს. შესაბამისი სია National Geographic-ის სპეციალისტებმა შეადგინეს.

ანტიგუადან ვულკანის მონახულება და ულამაზესი ტყის დათვალიერებაა შესაძლებელი, ტყის სადაც ლამანტინები და დათვები ბინადრობენ. რეიტინგში შემდეგ პოზიციას ტაილანდი, კერძოდ კი ბანგკოკი იკავებს. ექსპერტები ამ ადგილს რეკომენდაციას უძველესი და მართლაც უნიკალური ტაძრების გამო უწევენ. ხოლო ინდონეზიურ რაჯა-ამპატეში წყალქვეშა სამყაროს უკეთ შეცნობა და დაუვიწყარი მოგონებების დაგროვებაა შესაძლებელი.

2025 წელს აუცილებლად სანახავი ტურისტული ლოკაციების სიაში მოხვდა ასევე გვადალახარი (მექსიკა), შუა საუკუნეების მონასტრები იტალიაში, ლოს-ანჯელესი (აშშ), გრენლანდია (დანია), კანაძავა (იაპონია), მალაიზია, ბრაშოვი (რუმინეთი), სერადო (ბრაზილია), ნორტლენდი (ახალი ზელანდია), სენეგალი, ჰაიდა-გუაი (კანადა), ბარბადოსი, სურუ (ინდოეთი), აბუ-დაბი, მდინარე მიურეი (ავსტრალია), სტოკჰოლმის არქიპელაგი (შვედეთი), კორკი (ირლანდია), ტუნისი, სარაევო (ბოსნია და ჰერცეგოვინა).

როგორც ხედავთ, სია საკმაოდ მოცულობითი და მრავალფეროვანია, ამიტომ სასურველი ლოკაციის შერჩევას ყველა გემოვნების ადამიანი შეძლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები