LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მას შემდეგ, რაც ერთი ლამაზი ისტორია უკვე დავწერეთ, კიდევ ერთი მსგავსი ისტორიის დაწერა შეგვიძლია.. მსურს ამის ნაწილი ვიყო, საქართველოში თავს ბედნიერად ვგრძნობ“- ვილი სანიოლთან ახალი კონტრაქტი გაფორმდა, ის საქართველოს ნაკრებში 2028 წლის ჩათვლით იმუშავებს

125
vili-sanioli1

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ვილი სანიოლსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის თანამშრომლობის ახალი ხელშეკრულება გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ნაკრები ავრცელებს.

ახალი კონტრაქტის თანახმად ფრანგი სპეციალისტი საქართველოს ნაკრებში 2028 წლის ჩათვლით იმუშავებს.

„მოხარულები ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა გრძელდება. ნაყოფიერი პერიოდი გვაქვს ვილი სანიოლთან ერთად და ბევრ წარმატებას მივაღწიეთ. მინდა მადლობა გადავუხადო მას და დარწმუნებული ვარ, მომავალში, საქართველოს ნაკრებთან ერთად კიდევ უფრო მეტი შედეგს მიაღწევს”, – განაცხადა კობიაშვილმა.

ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი აცხადებს, რომ საქართველოში თავს ბედნიერად გრძნობს და რაიმეს შეცვლის მიზეზი არ ჰქონია.

„მას შემდეგ, რაც ერთი ლამაზი ისტორია უკვე დავწერეთ, კიდევ ერთი მსგავსი ისტორიის დაწერა შეგვიძლია ახალ პროექტად მივიჩნიოთ. მნიშვნელოვანია, რომ ეს შეგვიძლია და მსურს ამის ნაწილი ვიყო. საქართველოში თავს ბედნიერად ვგრძნობ და რაიმეს შეცვლის მიზეზი არ მქონია. საქართველოს ნაკრები უკვე ანგარიშგასაწევი გუნდია ევროპაში და ამას უნდა მივეჩვიოთ. კიდევ უფრო მეტი უნდა ვიშრომოთ, რათა გავაგრძელოთ ჩვენი დონის გაუმჯობესება. გვსურს იმ გამოცდილების კიდევ ერთხელ გაზიარება, რომელიც გასულ ზაფხულს არა მხოლოდ გუნდმა, არამედ მთელმა ქვეყანამ მიიღო”, – აღნიშნავს სანიოლი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g