ეროვნული ნაკრების კაპიტანი ამხანაგური მატჩისთვის ემზადება. შეხვედრა ხვალ, 5 ივნისს, 20:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე მედიის კითხვებს უპასუხა:
„ჩაკვეტაძის ტრავმა სერიოზული არ არის, მაგრამ ფეხი დასიებული აქვს და ვერ ითამაშებს. ხვიჩა კვარაცხელიას რაც შეეხება, მას თავიდანვე სურდა გუნდს შემოერთებოდა და ხვალ პირველივე წუთებიდან მოედანზე იქნება.
ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ვიცოდით, რომ რამდენიმე მცველი კარიერას ასრულებდა. რამდენიმე ფეხბურთელს უკვე მივეცით შანსი. ყოველთვის მნიშვნელოვანია, როგორ მოქმედებს მთლიანად გუნდი დაცვაში და როგორ ვმუშაობთ ერთად.
რუმინეთთან საკმაოდ ბევრი მომენტი შევქმენით, მაგრამ ბოლო ფაზაში გვიჭირდა დაგვირგვინება. იმედია, ბაჰრეინთან უკეთესი შედეგი იქნება
მამარდაშვილის „ლივერპულში“ ტრანსფერი ყველას გაგვიხარდა, რადგან მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში გადავიდა. ისიც ვიცოდით, რომ იქ დიდი კონკურენცია დახვდებოდა, მაგრამ მე, როგორც ნაკრების მწვრთნელი, გიორგის ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს, რათა რეგულარული სათამაშო დრო ჰქონდეს”, – განაცხადა ვილი სანიოლმა.
