პოპულარულმა ფრანგულმა გამოცემა „ეკიპმა“ ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის მოგების მთავარ პრეტენდენტად დაასახელა.
„დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე თავი განსაკუთრებულად არცერთ ფეხბურთელს არ გამოუჩენია. შესაბამისად, „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი თავდამსხმელი და ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშე, ხვიჩა კვარაცხელია ლიგაში ჩატარებული არაჩვეულებრივი სეზონიდან გამომდინარე, ჯილდოს მოგების მთავარი პრეტენდენტია“.
ოქროს ბურთის რიგით 70-ე დაჯილდოების ცერემონია 26 ოქტომბერს ლონდონში გაიმართება.
წყარო: 1 არხი
