ფრანგი ფეხბურთელი ლუკას ერნანდესი და მისი რჩეული, ვიქტორია ტრიაი, ოფიციალურად დაქორწინდნენ. გრანდიოზული ცერემონია შაბათს, 25 ივლისს, საფრანგეთში გაიმართა.
წყვილმა არჩევანი მე-12 საუკუნის ისტორიულ სააბატოზე (Abbaye des Vaux de Cernay) შეაჩერა, რომელიც დღეს ლუქს-კლასის სასტუმროს წარმოადგენს.
ღია ცის ქვეშ გამართულ ცერემონიას სპორტული და მოდური ელიტის უამრავი ცნობილი სახე ესწრებოდა.
სტუმრებს შორის იყვნენ ხვიჩა კვარაცხელია მეუღლესთან, ნიცა თავაძესთან ერთად, უსმან დემბელე, მათვეი საფონოვი მეუღლესთან ერთად, აშრაფ ჰაკიმი, კილიან მბაპე.
ცნობისთვის, ლუკასისა და ვიქტორიას ურთიერთობა 2023 წელს დაიწყო – ფეხბურთელისთვის რთულ პერიოდში, ყოფილ მეუღლესთან დაშორების შემდეგ. ვიქტორიამ მას ახალი ცხოვრებისეული წონასწორობა აპოვნინა. წყვილი 2024 წელს დაინიშნა, 2025 წლის ივნისში კი მათ საერთო ქალიშვილი, პატარა ლუა შეეძინათ.


