2023 წელს საქართველოში 18 223 საკეისრო კვეთა გაკეთდა, საიდანაც 2 999 თავად მშობიარეს სურვილი იყო, სამედიცინო მიზეზის გარეშე – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს.
საკეისრო კვეთების კლასიფიკაცია ასე გამოიყურება:
ნაყოფის მდგომარეობა – 2 955;
გადატანილი საკეისრო კვეთა- 6 195;
წარუმატებელი ქმედება – 264;
ფიზიოლოგიური ჩვენება -1 693;
სხვა – 4 117.
რაც შეეხება ასაკობრივ გადანაწილებას ყველაზე მეტი საკეისრო კვეთა 20-29 ასაკობრივ ჯგუფში ფიქსირდება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის თანახმად, გასულ წელს ფიზიოლოგიურად 20 359-მა ქალმა იმშობიარა.