LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ ყველაფერს მალე მოჰყვება მრავალი სამშობიარო სახლის დახურვა“ – „ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაცია“ სამშობიაროების DRG სისტემაზე გადასვლაზე

166
Untitled design

სამშობიარო სახლების DRG სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, „ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაცია“ განცხადებას ავრცელებს.

ჯანდაცვის მინისტრი: საერთო მშობიარობაში საკეისრო კვეთის წილი 50%-მდეა ასული, რაც დემოგრაფიული პრობლემების შექმნისთვის ერთ-ერთი წინაპირობაა 

როგორც ასოციაციის მიმართვაშია ნათქვამი, აღნიშნულს, მალე მრავალი სამშობიარო სახლის დახურვა მოჰყვება:

„მშობიარობა და საკეისრო კვეთა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ 1221.92 ლარით.

დაფინანსების თანხა გაიზარდა, რადგან აქამდე 500 ლარით ფინანსდებოდა ფიზიოლოგიური მშობიარობა და 800-ით საკეისრო კვეთა.

ეს დადებითი და პოზიტიური საკითხია სახელმწიფოს მხრიდან, თუმცა ამას თან მოჰყვა გარკვეული საკითხები, რაც ჩვენს ყურადღებას იპყრობს.

მაგალითად, გაუქმდა პერსონალური ექიმის აყვანის საშუალება. ყველა ორსული ვალდებულია, იმშობიაროს ან გაიკეთოს საკეისრო კვეთა მორიგე ბრიგადაში. პერსონალური ექიმის აყვანის შემთხვევაში კი მშობიარე იხსნება DRG სისტემიდან, რაც ავტომატურად ნიშნავს:

მშობიარობის სრული საფასურის თავად გადახდას ( კლინიკაში შიდა სტანდარტით გადახდის შემთხვევაში, ფიზ, მშობიარობა და საკეისრო კვეთა გაცილებით უფრო მეტი ღირს, ვიდრე 1221 ლარია) + ექიმის აყვანის თანხა+ თუ მოხდა და გართულდა შემთხვევა, სახელმწიფო უარს ამბობს ყველანაირი ფინანსურ პასუხისმგებლობაზე (ამ თანხის გადახდაც მოუწევს პაციენტს).

თუ მოხდა და კლინიკაში ამ ყველაფრის გვერდის ავლით, ექიმმა გაბედა და აიღო ანაზღაურება ( ჰონორარი, რაც ადრე იბეგრებოდა სახელმწიფოს მიერ 20 %-ით), დგება ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი.

ამას გარდა, ექიმი ვალდებულია, ყოველწლიურად ფინანსურად უზრუნველყოს და მიიღოს უწყვეტი სამედიცინო განათლება, დააგროვოს ე.წ. კრედიტქულები.

მრავალი სამშობიარო სახლი 1221.92 ლარიდან თეთრს არ უხდის ექიმს, მხოლოდ მორიგეობის თანხას (და მრავალი ხელმძღვანელი პირი უკვე მოუწოდებს სამედიცინო პერსონალს, ხელზე თანხის აღებისკებ)! აქ დასკვნები თქვენ გააკეთეთ.

ამ ყველაფერს, სრულიად მალე მოჰყვება მრავალი სამშობიარო სახლის დახურვა ( შემდეგ პოსტში აუცილებლად ჩამოვთვლით ამ სამშობიარო სახლებს) და ეგრეთ წოდებული „დიდი ჯიბეების“ დაკერება თეთრ ხალათებზე.

როგორ გგონიათ, ექიმი, რომელიც მრავალი წელი სწავლობდა, შრომობდა, მორიგეობდა, გადიოდა სხვადასხვა სასწავლო კურსს, ვალდებულია არასამუშაო საათებში, უხელფასოდ მივიდეს სამშობიარო სახლში და ამშობიაროს პაციენტი ან გაუკეთოს საკეისრო კვეთა?

რაც შეეხება საკითხს, როცა ჯანდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ 1221,92 ლარში კლინიკები ვალდებულნი არიან, გადაუხადონ ექიმებს აყვანის თანხა. სამშობიაროების უმეტესობა ამბობს, რომ 1221,92 ლარიდან რეალური ხარჯი არის 1100 ლარი. თუ რომელიმე სამშობიარო ჩადებს 120 ლარს ( ხელზე ასაღები კიდევ უფრო შემცირდება თანხა) აყვანის თანხას, ექიმს უღირს 120 ლარად ღამის გათენება, საკეისროს გაკეთება ან მშობიარობის მიღება. თანაც თუ შემთხვევა გართულდა, ხშირად ხდება ისტორიის ფინანსური  „გადახარჯვა“ ამ შემთხვევაში ექიმი აიღებს ჰონონარს?“, – წერია „ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ზურაბ აზარაშვილი: გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ჩვენების გარეშე საკეისროს ვინმეს ვუკრძალავთ – სახელმწიფო სწორად ჩატარებულ საკეისროს, მშობიარობასა და ექიმის ხარჯებს დააფინანსებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები