ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში, საერთო მშობიარობაში, საკეისრო კვეთის წილი 50%-მდეა გაზრდილი.
ამის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში, სამინისტროს მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობისა და სამომავლო გეგმების ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს დემოგრაფიული პრობლემების შექმნის წინაპირობაა:
„ფიქრობ, ეს მიმართულება (ბებიაქალების) უფრო პრესტიჟული უნდა გავხადოთ, რათა ახალგაზრდებისთვის უფრო მიმზიდველი იყოს. დღეს სერიოზული პრობლემა გვაქვს მშობიარობასთან დაკავშირებით, მაგალითად საკეისრო კვეთის წილი საერთო მშობიარობაში 50%-მდეა ასული. რაც მომავალში დემოგრაფიული პრობლემების შექმნისთვის ერთ-ერთი წინაპირობაა“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.