LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ აზარაშვილი: გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ჩვენების გარეშე საკეისროს ვინმეს ვუკრძალავთ – სახელმწიფო სწორად ჩატარებულ საკეისროს, მშობიარობასა და ექიმის ხარჯებს დააფინანსებს

188
ფორტუნა (7)

ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში ძალიან ცუდი ტენდენცია გვაქვს. მშობიარობების საშუალოდ, 55-60% ხდება საკეისროს მეშვეობით. აქედან ძალიან დიდი ნაწილი არის ჩვენების გარეშე საკეისროები, რაც სამომავლოდ ქვეყანაში დემოგრაფიულ პრობლემებს ქმნის, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენ შევქმენით ახალი ტარიფი, რომელიც არ ასხვავებს ფიზიოლოგიური მშობიარობას საკეისრო მშობიარობისგან და ორივე შემთხვევაში ერთი და იგივე ტარიფია. თუ საკეისრო ჩვენების გარეშე იქნება, ექიმს მოტივაცია ექნება რომ აღარ გააკეთოს და ასევე ექნება მშობიარესაც, რადგან მაშინ გადახდა თვითონ მოუწევს.

გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, რომ თითქოს ჩვენ ჩვენების გარეშე საკეისროს ვინმეს ვუკრძალავთ. ჩვენ არავის არაფერს ვუკრძალავთ – ვამბობთ, რომ სწორ შემთხვევაში სახელმწიფო სწორად ჩატარებულ საკეისროს, მშობიარობასა და ექიმის ხარჯებს დააფინანსებს“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები