LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გამჭვირვალობისა“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონებთან დაკავშირებით თუ იქნება არგუმენტებზე დაფუძნებული დისკუსია, მზად ვართ, ჩვენი მხრიდან იქნება სრული ღიაობა – ირაკლი კობახიძე

113
ირაკლი კობახიძე

„სასურველია, საზოგადოების თვალწინ წარიმართოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონებთან დაკავშირებით დისკუსია, თუ იქნება არგუმენტებზე დაფუძნებული დისკუსია – მზად ვართ, ჩვენი მხრიდან იქნება სრული ღიაობა“, – ამის შესახებ ბაქოში ვიზიტით მყოფმა პრემიერ-მინისტრმა ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საჭიროა სიღრმისეული დისკუსიები.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონებთან დაკავშირებით, ჩვენ ძალიან მკაფიო პოზიცია გვაქვს. რაც შეეხება გამჭვირვალობას, ჩვენ თუ დაგვიმტკიცებენ, რომ NGO-ების ბუნდოვანება არის უკეთესი, ვიდრე მათი გამჭვირვალობა, კი ბატონო, ვიმსჯელოთ ამ თემასთან დაკავშირებით.

ემანუელ მაკრონი, ოლაფ შოლცი, დონალდ ტუსკი: „თუ საქართველო არ შეცვლის თავის ამჟამინდელ კურსს, საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას მხარს ვერ დავუჭერთ“

საფრანგეთის პრეზიდენტმა, გერმანიის კანცლერმა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების გამო შეშფოთება გამოხატეს.

რაც შეეხება კანონს პროპაგანდის წინააღმდეგ, აქაც თუ დაგვიმტკიცებენ, რომელიმე პუნქტთან მიმართებით, რომ აქ რაიმე ეწინააღმდეგება სამართლებრივ პრინციპებს, ან ზოგად ღირებულებებს, კი ბატონო, მაგრამ აქაც საჭიროა სიღრმისეული მსჯელობა.

ჩვენ ყოველთვის ვიყავით მზად სიღრმისეული, საჯარო დისკუსიისთვის. სასურველია, საზოგადოების თვალწინ წარიმართოს ეს დისკუსია, თუ იქნება ასეთი დისკუსია, ჩვენ ყველაფრისთვის ვართ აბსოლუტურად ღია, მაგრამ მთავარია, წარიმართოს არგუმენტებზე დაფუძნებული დისკუსია, ერთ და მეორე საკითხთან დაკავშირებით, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან იქნება უზრუნველყოფილი სრული ღიაობა“, – განაცხადა პრემიერმა.

პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს, ის შეჩერებული იქნება იქამდე, სანამ საქართველო ჩვენგან, ჩვენი ღირებულებებისა და პრინციპებისგან დაშორებას გააგრძელებს

mazda magti 5g