პოეტი ტარიელ ხარხელაური შვილიშვილს დაბადების დღეს ულოცავს.
ქართველი პოეტი შვილიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს სოციალურ ქსელში ავრცელებს და მას ემოციურად მიმართავს:
„ჩემო რატი ხარხელაურო! ჩემო საფიცარო შვილიშვილო! გილოცავ დაბადების დღეს! შენ ხომ ის იმედი ხარ, პაპაშენს რომ წუთისოფლად დარჩენა აიძულა. სიცოცხლე დიდად არაფერია, თუ შენი ქვეყნის, შენი ხალხის სამსახურში არ ჩააყენე.
უღირსობამ ბევრ მამულიშვილს დაახრევინა ქედი, ფიქრებმა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, ბევრს დაუკარგა ღალა სიყვარულისა, რადგან მიზანს სხვა მიმართულება მისცეს, რადგან ომს წუთისოფელთან და საკუთარ თავთან ვერ მოერივნენ. არ შეშინდე! მხოლოდ ღირსეულ კაცებს შეუძლიათ მამულის, ენისა და სარწმუნოების მსახურება…“ – წერს ტარიელ ხერხელაური.
ჩემო რატი ხარხელაურო! ჩემო საფიცარო შვილიშვილო! გილოცავ დაბადების დღეს! შენ ხომ ის იმედი ხარ, პაპაშენს რომ წუთისოფლად…
Posted by Tariel Kharkhelauri (ტარიელ ხარხელაური) on ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024