LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

100 წლის სარბოლო Mercedes-ს აუქციონზე 5 მილიონ ევროდ გაყიდიან

109
100 წლის სარბოლო Mercedes-ს აუქციონზე 5 მილიონ ევროდ გაყიდიან

RM Sotheby’s აუქციონზე მიუნხენში უნიკალურ სპორტქარს Mercedes Typ 122-ს გაყიდიან. ეს ერთ-ერთია იმ 4 ავტომობილს შორის, რომელიც 1923 წელს ინდიანაპოლისის რბოლისთვის ააგეს. თანაც ეს იყო პაულ დაიმლერის ბოლო ქმნილება მანამ, სანამ ის მამამისის მიერ დაარსებული კომპანიიდან წავიდოდა. წარსულში ეს ავტომობილი „ფორმულა 1-ის მეპატრონეს“ ბერნი ეკლსტოუნს ეკუთვნოდა.

მოდელის კაპოტის ქვეშ 4 ცილინდრიანი ძრავაა, 2 ლიტრის მოცულობით. კომპრესორის დამსახურებით ძრავის სიმძლავრე 150 ცხენის ძალაა.

აუქციონზე გამოტანილი სპორტქარის ნომერი 26913-ია, საწყისი ფასი 5 მილიონი ევრო იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები