გიორგი გასვიანი ჟურნალ „სარკესთან“ ოჯახურ ურთიერთობებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მეუღლესთან, მარიტა მელიქიშვილთან გულწრფელი ურთიერთობა აკავშირებს.
გიორგი გასვიანი:
„მე, ზოგადად, ეჭვიანი ვარ, თან, ზოდიაქოთი მორიელი. გარდა ამისა, ძალიან გულწრფელი ვარ ნებისმიერ ურთიერთობაში და სხვებისგანაც ამას მოვითხოვ. მარიტაც ასეა და შესაბამისად, ურთიერთობაც ასეთივე გვაქვს. ისეთ რაღაცებზე მეკითხება ხოლმე ხანდახან აზრს, რომ ვეუბნები, მარიტა, შენ გადაწყვიტე-მეთქი. აუცილებელი არც არის, ყველაფერი ქმარს ან ცოლს შეუთანხმო აი, ასეთი თბილი და გულწრფელი ურთიერთობა გვაქვს. აქედან გამომდინარე, საეჭვიანო არაფერი გვრჩება და არ გვაქვს…“