LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

McLaren ერთი ადამიანისთვის ორ ექსკლუზიურ სუპერქარს შექმნის

16

McLaren ერთი ადამიანისთვის ორ ექსკლუზიურ სუპერქარს შექმნის. კომპანიის სპეციალურმა განყოფილებამ – Special Operations, რომელიც უნიკალური მოდელების აგებითაა დაკავებული, ორი ექსკლუზივი – MSO R Coupe და MSO R Spider წარმოადგინა. რაც ყველაზე საინტერესოა, ორივე ავტომობილი ერთი და იმავე დამკვეთისთვის დამზადდა და მის ვინაობას ავტომწარმოებელი სასტიკად ასაიდუმლოებს.

სუპერქარები მოდელ 650 S-ის ბაზაზეა აწყობილი და 3,8 ლიტრიანი ძრავით 688 ცხენის ძალით განვითარება შეუძლიათ. McLaren 650S c-ის მაქსიმალური სიჩქარე 333 კმ/სთ-შია. აღსანიშნავია, რომ ავტომობილები თანამედროვე მულტიმედიური სისტემით IRIS-ით იქნებიან აღჭურვილნი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები