„ეს იყო გულწრფელი პროტესტი, რომელიც გიორგი კალანდარიშვილის მიმართ გამოვხატე – ეს იყო სოლიდარობა იმ სტუდენტების და ქართველი ხალხის მიმართ, რომლებმაც ხმა დაკარგეს“, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მან საქართველოს ყველა მოქალაქეს მოუწოდა, „რომ დღეს ზუსტად არის ბრძოლის დრო, რადგან ჩვენი საქართველო გარუსებისგან გადავარჩინოთ!”:
„თქვენ ნახეთ თვალახვეული კალანდარიშვილი, რომელიც მთელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში – დიახ, ზუსტად ასე იყო. თვალახვეული იყო და ვერ ხედავდა, ვერც არჩევნების დღეს დარღვევებს, ცემა-ტყეპას, დაშინებას, მოსყიდვას, რაც არჩევნების პროცესში მიმდინარეობდა. ამიტომ მე ყველა ქართველ ადამიანს, საქართველოს ყველა მოქალაქეს მოვუწოდებ, რომ დღეს ზუსტად არის ბრძოლის დრო, რადგან ჩვენი საქართველო გარუსებისგან გადავარჩინოთ!”, – განაცხადა კირთაძემ.
გარდა ამისა, კირთაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილისთვის საღებავის შესხმის საქმეზე გამოძიების დაწყებას გამოეხმაურა:
„მესმის, მათი მხრიდან არის დაშინების პროცესი. მე ყველაფერზე პასუხს ვაგებ, მზად ვართ, მათ შეკითხვებსაც ვუპასუხო, ამიტომ არსად დამალვას არ ვაპირებ. მზად ვარ, მათ შეკითხვებს ვუპასუხო” – განაცხადა კირთაძემ.
მამუკა მდინარაძე: „შავი ლაქა – ეს არის აგენტურული ოპოზიციის სიმბოლო!“
გიორგი ვაშაძე: ყველამ ავიღოთ მელანი, სადაც გამყალბებელს ვნახავთ, შევასხათ სახეში, ეს არის გეგმა