შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თბილისში პოლიციელის დაჭრასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებას გულისხმობს.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ წყნეთის პოლიციის თანამშრომელს ვეძისში საკუთარ სახლთან გვიან ღამით ესროლეს.