LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ პროტესტს ვაგრძელებთ უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე…“ – ნიკა მელია

125
ნიკა მელია

„ჩვენ მიერ არის მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება. ჩვენ პროტესტს ვაგრძელებთ უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე“ – ამის შესახებ განცხადება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა მელიამ მას შემდეგ გააკეთა, რაც ჭავჭავაძის გამზირზე დაანონსებული 24 – საათიანი აქციის ვადა ამოიწურა.

მელიას განცხადებით, ოპოზიცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ კვლავ რჩება.

მისივე თქმით, ბრძოლა ახლა არჩევნების ჩატარების მოპოვებისთვის ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება.

შეგახსენებთ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მოწოდებით, მომიტინგეებმა ჭავჭავაძის გამზირის გარკვეული მონაკვეთი, კერძოდ, თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარედ არსებული გზაჯვარედინი 17 ნოემბერს გადაკეტეს. ოპოზიციონერმა ლიდერებმა 24-საათიანი აქცია დააანონსეს და განაცხადეს, რომ ადგილზე 18 ნოემბრის 20:00 საათამდე დარჩებიან.

დემონსტრანტებს შეუერთდნენ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის – „დაიბრუნე ხმა“ მონაწილეებიც.

ნიკა მელია: „ცივა? მერე რა! გაწვიმდება? მერე რა! აცივდება? მერე რა! – უმჯობესია ახლა გავწვალდეთ, ვიდრე ათწლეულების განმავლობაში სახელმწიფო იყოს სტაგნაციაში“

ირაკლი კობახიძე – „იმდენად მძიმე მდგომარეობაშია ოპოზიცია, ალბათ, შეგვეცოდებოდა, რომ არ ვიცოდეთ, რა ბოროტ ძალასთან გვაქვს საქმე, საქმე გვაქვს უსამშობლო ადამიანებთან

„აქ ვრჩებით, ძალიან მნიშვნელოვანია, დღეს ვიყოთ ბევრი რეჟიმის წინააღმდეგ, რეჟიმი ვერ გაუძლებს“ – რა ვითარებაა ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც აქციის მონაწილეებმა ღამე კარვებში გაათენეს

„24 საათის მანძილზე ეს ადგილი გვეკუთვნის ჩვენ, ვიდგებით აქ – მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, არ გამოიყენონ ძალა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ“ – გიორგი ვაშაძ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g