LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელია გვარამიას დაკავებაზე: „რეჟიმის გადარჩენის პროცესია, რომელიც ვერ გადარჩება“

261
ნიკა მელია გვარამიას დაკავებაზე (1)

„ეს არის კრიმინალური პროცესი, რეჟიმის გადარჩენის პროცესია, რომელიც ვერ გადარჩება“, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერმა, ნიკა მელიამ თანაგუნდელის ნიკა გვარამიას დაკავებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, ეს არანაირი პოლიტიკური პროცესი არ არის:

„ის, რასაც ახლა ხელისუფლება აკეთებს, არის რეპრესიები განსხვავებული აზრის წინააღმდეგ, მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს – დროულად იმოქმედეთ საქართველოს მოქალაქეების დასაცავად“ – „გახარია საქართველოსთვის“

ვიდეო: „კოალიცია ცვლილებისთვის“ ოფისში პოლიცია შევიდა – „ამ ქვეყანაში ეს გამორიცხული არ არის, ავტორიტარიზმში ვცხოვრობთ“

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ოფისში პოლიცია შევიდა. ამის შესახებ კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ მისი სოციალური ქსელის LIVE რეჟიმში განაცხადა.

„ვითარება არის ასეთი – არანაირი პოლიტიკური პროცესი არ არის ე.წ. ხელისუფლების მხრიდან, ეს არის კრიმინალური პროცესი, რეჟიმის გადარჩენის პროცესია, რომელიც ვერ გადარჩება, იმიტომ, რომ თავისუფლების მოპოვების პროცესი ბევრად მძლავრია“. – განუცხადა ნიკა მელიამ „მთავარ არხს“.

ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია პოლიციამ ცოტა ხნის წინ ბესიკის ქუჩაზე, პარტიის ოფისში მიმდინარე ჩხრეკისას დააკავა.

სამართალდამცავებმა „ძლიერი საქართველოს“ ორი წევრი დააკავეს

„საბუთი მოიტანე, სად არის საბუთი? რატომ ხართ შეპარული ოფისში?“ – ლევან ხაბეიშვილი „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან მისულ პოლიციელებს

გამოყენებულია რადიო „თავისუფლების“ ფოტო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g