ცნობილი გახდა, რა თანხას მიიღებს “ბარსელონა” ახალი სპონსორისაგან. ამასთანავე “კამპ ნოუს” ახალი სახელწოდებაც გახმაურდა.
Calciomercato-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიური გრანდი ფარმაცევტულ კომპანია გრიფოლსთან მართავს მოლაპარაკებებს, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში – კატალონიელები 400 მილიონ ევროს მიიღებენ, სტადიონს კი “კამპ ნოუ გრიფოლსი” დაერქმევა.
გავრცელებული ინფორმაციით, მხარეები ფაქტობრივად უკვე შეთანხმდნენ დეტალებზე და მათ შორის 30-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდება.