ალბათ გახსოვთ, ორი კვირას წინ, ჯეი ლოს საოცრად შთამბეჭდავი შოუ ELIE SAAB-ის გრანდიოზული ღონისძიებაზე. 55 წლის არტისტმა საზოგადოებას საოცარი პერფორმანსი შესთავაზა.
ახლახან კი ვარსკვლავმა „ინსტაგრამზე“ ღონისძიების დახურვიდან ექსტრემალური კადრები გაგვიზიარა, ის მოცეკვავეების გუნდში ეშვება.
„ასე ჩნდება ნდობა ცხოვრებაში…“ – ასე დაასათაურა ვიდეო ჯეი ლომ.
აღსანიშნავია, რომ ჯეი ლომ ბოლო ინტერვიუში გულწრფელად ისაუბრა ბენ აფლეკთან დაშორების შესახებ და განაცხადა, რომ ის უკვე ახალ ურთიერთობებს აღარ ეძებს.
„ეს გაკვეთილი უფრო ადრე უნდა მესწავლა და აღარაა საჭირო, ეს კიდევ ერთხელ განმეორდეს. აღარავის ვეძებ, რა იქნება, თუ უბრალოდ, თავისუფალი ვიქნები?“, – განაცხადა ჯეი ლომ და დასძინა, რომ ბენ აფლეკთან წარუმატებელი ქორწინების შედეგ, ცდილობს, პირველ ადგილზე კარიერა და შვილები დააყენოს.