„წვიმისა და ცივი ამინდის მიუხედავად, ჩვენ შევძელით ის, რომ „ქართული ოცნება“ შეშინებული შეიპარა პარლამენტში – მათ პარლამენტში ვირთხებივით შეპარვა მოუწიათ“, – ამ განცხადებით „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ პარლამენტთან მყოფ აქციის მონაწილეებს მიმართა.
მისი თქმით, ერთიანობას აქვს დიდი ძალა და ბრძოლა გრძელდება.
„თქვენი აქ ყოფნის გამო, მათ მოუწიათ საქართველოს პარლამენტში ვირთხებივით შეპარვა. მადლობა თქვენ! ბრძოლა გრძელდება! ამით არაფერი სრულდება!
XI მოწვევის პარლამენტმა 150-ვე წევრი უფლებამოსილება ცნო
კომისიის ხელმძღვანელმა არჩეული დეპუტატების ერთიანი სია წაიკითხა, რის შემდეგაც კენჭისყრა ჩატარდა.
დღეს თვითონ გამოუტანენ განაჩენს საკუთარ თავს, რომ ეს პარლამენტი, ეს ხელისუფლება საბოლოოდ გახდება თვითგამოცხადებული, თვითმარქვია, იმიტომ, რომ არავინ, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, მას როგორც საქართველოს ნების გამომხატველ კანონიერ ხელისუფლებას, აღარ მოიხსენიებს.
ხელისუფლება არის აქ, საქართველო არის აქ, გამარჯვება იქნება! გაუმარჯოს ჩვენს ერთად ყოფნას! არ დავიშალოთ! ძალიან მნიშვნელოვანია აქ ყოფნა! მიუხედავად წვიმისა, მიუხედავად ცივი ამინდისა, ჩვენ შევძელით ის, რომ „ქართლი ოცნება“ შეშინებული შეიპარა პარლამენტში. ერთიანობას აქვს დიდი ძალა! ბრძოლა გრძელდება“. – განაცხადა მანჯგალაძემ.
გამოყენებულია „ინტერპრესნიუსის“ და Ezz Gaber-ის ფოტოები