LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამია: „სად ვარ და რაზე ვმუშაობ, ეთერში მოვყვები დღეს. მანამდე სიების ჩახსნაზე ჩემ და ნიკას მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს გაგაცნობთ, რომელიც ცესკოს ჩაბარდა“

178
ნიკა გვარამია

„სად ვარ და რაზე ვმუშაობ, ეთერში მოვყვები დღეს. მანამდე სიების ჩახსნაზე ჩემ და ნიკას მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს გაგაცნობთ, რომელიც ცესკოს ჩაბარდა“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია წერს.

როგორც იგი ამავე პოსტში აღნიშნავს, 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნები უმძიმესი დარღვევებით ჩატარდა:

„არჩევნების შემაჯამებელი ოქმის საფუძველზე სუვერენიტეტის მთავარ წყაროს – ქართველ ხალხს ჩამოერთვა ხელისუფლების ფორმირების კონსტიტუციური უფლება და არჩევნები იქცა „ქართული ოცნების” მიერ ხელისუფლების მითვისების ფორმალურ წინაპირობად.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს თვითგამოცხადებული ე.წ. პარლამენტის შეკრება წარიმართა კონსტიტუციური დათქმის საწინააღმდეგოდ, პრეზიდენტის სავალდებულო მონაწილეობის გარეშე.

პრეზიდენტი: „შავი ორშაბათი“ საქართველოში: პოლიცია და სპეცრაზმი იცავენ კარს, რომლის მიღმაც „ქართული ოცნების“ მონები კლავენ ჩვენს კონსტიტუციას და დასცინიან ჩვენს პარლამენტს“

ამის შესახებ პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს და აღნიშნულით დღეს, პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

უმნიშვნელოვანესია ის გარემოება, რომ საარჩევნო შედეგები გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში და შესაბამისად, არა მხოლოდ ლეგიტიმურობის, არამედ ლეგალურობის (ფორმალურ-კონსტიტუციური) კუთხით ე.წ საქართველოს პარლამენტის შეკრება უნდა ჩაითვალოს ხელისუფლების მითვისებად და ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის დამხობად.

გიორგი კალანდარიშვილმა მე-11 მოწვევის პარლამენტს არჩევნების შედეგები წარუდგინა

გასათვალისწინებელია, არჩევნების შედეგები არ უღიარებია პრაქტიკულად არც ერთ ჩვენს დემოკრატიულ პარტნიორს. შექმნილ ვითარებაში, აუცილებლად მივიჩნევთ, ვიმოქმედოთ მხოლოდ ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს ინტერესებით.

ქვეყანაში პარლამენტად თვითგამოცხადებული ხელისუფლების მიმთვისებელთა ჯგუფთან რაიმე სამართლებრივ ფორმატში თანამშრომლობას სრულიად გამოვრიცხავთ. აღნიშნულს მივიჩნევთ არალეგალურ და არალეგიტიმურ პროცესებში თანამონაწილეობად.

ნანუკა ჟორჟოლიანი: „ლიდერებო სად ხართ, რატომ არ ხართ. ახლა არ დაიწყოთ რომ გეგმა ჩვენ ვართ და ბლა ბლა ბლა! არც სადღეგრძელო პოსტები წეროთ აქ! მარაზმი!“

აქედან გამომდინარე მოგმართავთ, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 120-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად პარტიული სიიდან მოხსნათ ის დარჩენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატები, რომელთა უფლებამოსილებაც არ იცნო საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმით“. – წერს ნიკა გვარამია.

ფოტო: რადიო „თავისუფლება“

სად ვარ და რაზე ვმუშაობ, ეთერში მოვყვები დღეს. მანამდე სიების ჩახსნაზე ჩემ და ნიკას მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს გაგაცნობთ,…

Posted by Nika Gvaramia on Monday 25 November 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g