LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: როგორ გამოიყურებოდნენ დუბაიში ქართველი გოგონას ქორწილში ლელა წურწუმია, მამულიჩა, მაკა ზამბახიძე და რატი დურგლიშვილი: „უმაგრესი გემოვნების ხალხი…“

361
მაკა, ლელა, რატი

ახლახან დუბაიში ქართველი გოგონას, ლიკა გულბანის ქორწილი გაიმართა.

ქორწილში მან ქართველი მომღერლები მიიწვია.

ლელა წურწუმია, მაკა ზამბახიძე და რატი დურგლიშვილი სცენას ამშვენებდნენ და ქართულ რეპერტუარს ასრულებდნენ სტუმრებისთვის და სიძე-პატარძლისთვის, მათ თან ახლდნენ კახი მამულაშვილი და მაკას მეუღლე, მიხეილ ჩოხელი.

შოუბიზნესის წევრები ქორწილში საოცრად გამოიყურებოდნენ და გამომწერების კომპლიმენტებიც დაიმსახურეს:

„უმაგრესი გემოვნების ხალხი. ლელა ხომ სასწაულია…“, წერენ კომენტარებში.

ქორწილიდან კადრები გაგვიზიარა მაკა ზამბახიძის მეუღლემაც.

შავ მოკლე კაბაში უკან თასმებით შესანიშნავად გამოიყურებოდა მაკა ზამბახიძე.

ქორწილში მამულიჩამ კრემისფერი, ხოლო რატიმ შავი კლასიკური შარვალ-კოსტიუმი მოირგეს.

magti 5g