„მიხეილ ყაველაშვილი მართლაც ღირსეული ადამიანი, პატრიოტი კაცია და დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მოწოდების სიმაღლეზე იყოს“, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელებას.
„დღეს პარტიამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ საზოგადოებას წარუდგინა პრეზიდენტობის კანდიდატი, მიხეილ ყაველაშვილის სახით. მინდა მიშას წარმატებები ვუსურვო.
ის მართლაც ღირსეული ადამიანი, პატრიოტი კაცია და დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მოწოდების სიმაღლეზე იყოს.
მან ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმას, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ საზოგადოების გაერთიანება, ეს ყველაფერი უნდა მოვახერხოთ სიყვარულით, ურთიერთპატივისცემით, რაც ვფიქრობ, ერთობ მნიშვნელოვანია და მას წარმატებებს ვუსურვებ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისათვის, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს არის დანიშნული.
დადგენილების პროექტი პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 26 ნოემბერს წარადგინა, ის 85 ხმით დაამტკიცეს.
პრეზიდენტის ინაუგურაცია არჩევნების მესამე კვირა დღეს, 29 დეკემბერს გაიმართება.
პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელებაზე შეფასებებს ვრცლად გაეცნობით აქ: